logo
ENG



იზოლაცია და სიღარიბე

17 ნოე 202420:07
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის რუსული ქმედებების გამო საქართველო ახლა ისეთ შიდა და გარე პოლიტიკურ კრიზისშია და რაც დრო გავა მით უფრო ღრმად შევა ამ კრიზისის სპირალში, რომ სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებულ ჩინეთსაც აღარ დავჭირდებით

იზოლაციაში მყოფი საქართველო მიმზიდველი ახლა მხოლოდ რუსეთისთვის თუ იქნება, რომელსაც საკუთარი გაჭირვება ყოფნის. სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ახლა პუტინის რუსეთში კარაქის დეფიციტია. კარაქის! რომელსაც მაღაზიების დახლებიდან იპარავენ და ქურდობისგან თავის დასაცავად ბოქლომზე მაცივრებში ჩაკეტეს. 

ჩვენი ეკონომიკა კი რომელიც ივანიშვილმა ნებიერად რუსეთზე მიაბა ფურცელზე მაინც ორნიშნაა და თუ ასე გაგრძელდა ფურცლიდანაც გაქრება. პოლიტიკური იზოლაციის ეკონომიკური ფასი,რომელსაც ყველა გადაიხდის მათ შორის გაყალბების მანქანაში მონაწილე წვრილფეხობაც. ივანიშვილის რეჟიმის შესანარჩუნებლად დაცარიელებული და გამოფხეკილი სავალუტო რეზერვი - ლარი რომელიც შესაძლოა ახალ წლამდე ხელში ჩაგვაკვდეს.


close დახურვა