logo
ENG



ნინო წილოსანი პროტესტის მონაწილეებს "ემოციურად დაზიანებულს" უწოდებს

18 ნოე 202411:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/18/i1w9k216j2zabc0.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს "ემოციურად დაზიანებულს", პროტესტს კი "ყალბს" უწოდებს.

ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. 

"ეს აქციები და მთლიანად ოპოზიციის გეგმა არაფერია თუ არა რამდენიმე ასეული ემოციურად დაზიანებული ადამიანის ყალბი პროტესტი..

ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ფართო ჭრილში - კი აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია.

რამდენადაც უცნაური კომპოზიცია არ უნდა იყოს, ბოროტებისა და უგუნურების გაერთიანებას წარმოადგენს ჩვენი ოპოზიცია", - წერს ნინო წილოსანი. 

***

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.

გადაადგილება შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით -  მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის პროტესტი საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. 


close დახურვა