logo
ENG


ზედელაშვილი: სასამართლო 3 დღესაც არ მოანდომებს პრეზიდენტის სარჩელის არმიღებას
  • 284ნახვები

ხვალ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობას. მოსალოდნელია, რომ ამ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ დაყმევებული სასამართლოს საცოდაობას და მასზე რეჟიმის ბრუტალური დომინირების საჯარო სანახაობას.

სასამართლო, რომელიც ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემურ დარღვევებზე წლობით არ იღებს გადაწყვეტილებებს რეჟიმის წინააღმდეგ, ნაცვლად დადგენილი 30 დღისა, სამ დღესაც არ მოანდომებს პრეზიდენტის სარჩელის არმიღების განჩინების გამოცემას. რატომ? იმიტომ, რომ რეჟიმისთვის წითელი ხაზია სხდომის 25 ნოემბერს ჩატარება და არ დაუშვებს მის ჩაშლას მასზე დამორჩილებული ინსტიტუტის გამოყენებით.

ამის მიუხედავად, სწორია, რომ პრეზიდენტი ყველა შესაძლო ინსტრუმენტს იყენებს. მას სამართლებრივი შედეგი არ ექნება, მაგრამ მორალური და პოლიტიკური შედეგი ექნება ლეგიტიმაციის შესახებ ბრძოლაში.

წერს კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი. 19 ნოემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებზე სარჩელს შეიტანს.



ასევე ნახეთ
close დახურვა