logo
ENG



პოლიციამ მელიქიშვილზე მთავარი არხის ოპერატორი დააკავა

19 ნოე 202408:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/19/say7cj16r4sqt4m.jpg

პოლიციამ მელიქიშვილზე მოქალაქეების დაშლის დროს მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე დააკავა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ოპერატორის მიმართ აგრესიულია და მის მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებს. ამასთან, ფორმულას მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი ოპერატორის დაკავებას, მინიმუმ ხუთი პოლიციელი ცდილობს. 

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბარამიძე ნაცემია. 

გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო. 

მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო. 

შსს-ს წარმომადგენელმა ფორმულასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ არიან დაკავებულები, თუმცა ვინ დააკავეს ან რამდენი ადამიანი, მან არ დააზუსტა. 


close დახურვა