BBC კრემლზე დაყრდობით წერს, რომ უკრაინა რუსეთს აშშ-ის მიერ მიწოდებული რაკეტებით ბომბავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაბომბეს, თუმცა არ იყო ცნობილი, თუ რა იარაღით დაიბომბა საწყობი.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელებმა საწყობის დაბომბვისთვის ამერიკული რაკეტა ATACMS გამოიყენეს.
"ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო ერთი დაზიანდა - მისმა ფრაგმენტებმა სამხედრო ობიექტზე ცეცხლი გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
18 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.