logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალებმა 51 დრონი გაანადგურა

19 ნოე 202414:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/19/b20t6r8k13ttm68.jpg

ღამით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 87 შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 51 დრონი გაანადგურა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 30 უპილოტო საფრენი აპარატი დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონები ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, პოლტავის, ჟიტომირის, სუმის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ხარკივის ოლქებში გაანადგურა.

თავდასხმა ავიაციამ, საზენიტო სარაკეტო ჯარებმა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფებმა, უკრაინის საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფებმა მოიგერიეს.


close დახურვა