გაიარა თუ არა სტუდენტების დასარბევად გზა სპეცრაზმმა უნივერსიტეტზე. პროფესორები, სტუდენტები, მოქალაქეები მოითხოვენ პასუხს რექტორისგან, რატომ დაუთმო საუნივერსიტეტო სივრცე საპოლიციო ძალებს.
დუმს ჯაბა სამუშია, დუმს აკადემიური საბჭო. რექტორის გადადგომის შესახებ კი მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა ისმის. არსებობს კადრები, როგორ შედის საპოლიციო ძალები გამთენიისას უნივერსიტეტის ეზოში. ამასთან, სტუდენტებისთვის თსუ-ში შესვლაზე დღესაც დაწესებული იყო შეზღუდვები. სპეცრაზმისთვის ღია - სტუდენტებისთვის დახურული კარი, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი სპეცრაზმის სამალავად იქცა