logo
ENG



აქციის დაშლისას დაკავებულ კიდევ ერთ პირს, დავით წოწორიას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

20 ნოე 202423:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/20/l41anfivj9wnb3b.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ კიდევ ერთ პირს, დავით წოწორიას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

მანამდე სასამართლომ 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს ისაკო დევიძეს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, გარდა ამისა, აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე 2 700 ლარით დააჯარიმა.

19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. 

გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო. 

მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო. 


close დახურვა