logo
ENG



აი, ფაქტი: ბოლქვაძეების ოჯახური ბიზნესის ისტორია - პოლიტიკა, სარგებელი და პრივილეგიები

21 ნოე 202412:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/21/pt562macv5oa10x.jpg

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, აი, ფაქტი ქართული ოცნების დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის ბიზნესისა და პრივილეგიების შესახებ წერს.

სტატუსს თანახმად, სახელმწიფო დეპუტატის ოჯახის სამსახურში რამდენჯერმე ჩადგა:

  • 2011 წლიდან მოყოლებული დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა და გარემოცვამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 5.3 მილიონი ლარი მიიღო.
  • დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახი სახელმწიფო ქონებას პრივილეგიებით და შეღავათიან ფასად ეუფლება, წლების შემდეგ კი იქ სარფიან ბიზნესს აწყობს - მაგალითად, ბოლქვაძეების ხელში მოხვდა მხოლოდ 46 950 ლარად შეძენილი ქონება, რომელიც სამი წლის შემდეგ ბანკმა თითქმის ცხრაჯერ ძვირად, 408 900 ლარად შეაფასა.

სარგებელი ცოლის კომპანიას - სასტუმრო კურორტ გოდერძიზე 

გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც ბოლო წლებში მომხიბვლელ ტურისტულ ადგილად იქცა, პარლამენტარის ცოლის, თინა ბოლქვაძის კომპანიის სასტუმრო დგას. 40-ნომრიანი სასტუმრო “არსიანი” აქ 2020 წელს გაიხსნა და მისი ოფიციალური მფლობელი შპს “აისი გოდერძია”. 

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ფუნქციურია და ტურისტებს მეოთხე წელია მასპინძლობს, ანზორ ბოლქვაძის მიერ 2021-2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში “არსიანიდან” მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება. თუმცა, იმას კი უთითებს, რომ მისი ცოლისაა შპს “აისი გოდერძი”, რომელიც სასტუმრო “არსიანს” ფლობს. 

გამოდის, რომ თავად "გამჭვირვალობის" მომხრე დეპუტატი, რომელიც ხმას აძლევს რუსულ კანონს, საკუთარ ფინანსებს წარმატებით გვიმალავს.

“ჩემს ქვეყანას სჭირდება და იმიტომ დავუჭირე მხარი… დეკლარაციის ასახვაა მანდ, მაგ კანონში, მეტი არაფერი არ არის“, - ამბობდა დეპუტატი 2024 წლის მაისში, “ტვ-25”-თან საუბრისას.

სასტუმროს მფლობელი კომპანია, შპს “აისი გოდერძი” 2017 წელს ანზორ ბოლქვაძის ვაჟმა, ნოდარ ბოლქვაძემ როლანდ და რაინდი შანთაძეებთან ერთად დააფუძნა. 2019 წელს კი ნოდარმა თავისი 33.3%-ანი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს, სიმბოლურ 1 ლარად მიჰყიდა. მას შემდეგ, ეს კომპანია დეპუტატის ცოლის და შანთაძეების საკუთრებაა. 


close დახურვა