საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს სთხოვს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მთავარია, მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და აპათიური, ნიჰილისტური და ყველასადმი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდეთ.
"აქციები უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 25 ნოემბერს ძალიან ბევრი ხალხი იქნება. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი. ის, რომ ქართული ოცნების დეპუტატები შევლენ პარლამენტში და ერთმანეთს გაუღიმებენ, არაფერს არ წყვეტს. გადაწყვეტილი აქვთ, რომ შევლენ და შევეგუოთ, რომ შევლენ და ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ რომ შევლენ, ეს არაფერს არ ნიშნავს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.