პროტესტი გრძელდება - თსუ-ის პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ადგილზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილიც იმყოფება.
აქციის მონაწილეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ის ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა ღამეს ათენებენ. მათივე თქმით, ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილი არ არის.