logo
ENG



თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავით დააზიანეს

23 ნოე 202416:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/23/1lgl99mjjehg0lw.jpeg

თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე წლისთავისთვის მიძღვნილი ვაცლავ ჰაველის პარკის ღობეზე გამოკრული ბანერები წითელი სითხით საღებავით დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა X-ზე გაავრცელა.

სამწუხაროდ, ასე დამთავრდა ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა 1 კვირის შემდეგ. გამოფენა ვაკეში, მერიის მოპირდაპირე მხარეს, ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული. ვერ ვიჯერებ, რომ ვინმეს ამ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს რამე პრობლემა ჰქონდა”, – წერს კუბერნატი და დაზიანებული ბანერების ფოტოებს ავრცელებს.

 

close დახურვა