logo
ENG



24 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

23 ნოე 202417:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/23/ev74h5xzkwz791r.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერია მოსალოდნელი. რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ძლიერი წვიმა და შტორმიც მოსალოდნელია.

"24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში თოვლი.

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს", - წერია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 26-28 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიის მრავალ ნაწილზე თოვლია მოსალოდნელი.

"26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)", - აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

close დახურვა