logo
ENG



პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან სამხედრო თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი

24 ნოე 202419:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/24/jtkmmdgejulftcl.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი - შესაბამისი ხელშეკრულება რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. 

ამასთან, დოკუმენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურასაც ადგენს. 

კანონი სამხედრო თანამშრომლობის რატიფიცირების შესახებ რუსეთის ფედერალურმა საბჭომ 2024 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა. ოკუპირებულ ცხინვალში შესაბამის დოკუმენტს ხელი 2023 წლის 23 აგვისტოს მოაწერეს ხელი. 


close დახურვა