logo
ENG



შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

25 ნოე 202408:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/25/tyziz2ececs77zz.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უწყება აღნიშნავს, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე პოლიციელს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ა.გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2021 წელს ა.გ. -ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში. 


close დახურვა