logo
ENG



პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი ხვალ პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს

25 ნოე 202410:50
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია მიმდინარე წელს უნდა გაიმართოს.

"არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. იმისთვის, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით იყოს არჩეული, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირველად ქვეყნის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა - მეექვსე პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ ხმოსნები აირჩევენ.

დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 9 საათიდან პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას და თვითაღიარებული დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ.


close დახურვა