logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებზე

25 ნოე 202417:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/25/p593ymbp4814ljw.jpg

ბრიტანეთის საელჩო კვლავ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელია.

გავრცელებულ განცხადებაში საელჩო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, შეასრულონ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

"დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა