logo
ENG



ხოშტარია: ამ წუთებში კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი მიმართავს ცესკო-ს, ვხსნით სიას

25 ნოე 202417:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/25/7jq0fmmumfsm9fw.jpg

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ამ წუთებში ცესკოს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ. 

"მინდა განვაცხადო ფორმალურად „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკო-ში და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმართავს ცესკო-ს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენს სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ჩვენგან ფეხს არავინ არ შეადგამს ამ პარლამენტში. ეს პარლამენტი არ არსებობს, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ არსებობს", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში თავისი უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრაში მონაწილეობა ოცნების 88 წევრმა მიიღო და მხარი ყველამ დაუჭირა.

მათ უფლებამოსილება ცნეს 150-ვე დეპუტატის, მათ შორის ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.


close დახურვა