ისრაელი და ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა ცეცხლს დღეს შეწყვეტენ. მხარეებმა აშშ-ისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ შეთანხმება დაადასტურეს, რომელიც დღეს ამოქმედდება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ის ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს ესაუბრა და, შეთანხმების თანახმად, ცეცხლი დღის 4 საათზე შეწყდება.
მისივე თქმით, ეს შეთანხმება ისრაელ-ლიბანის საზღვარზე კონფლიქტის დასასრულს გაუხსნის გზას.
ბაიდენის თანახმად, ლიბანი ისრაელის საზღვართან ტერიტორიას სრულად აკონტროლებს და უზრუნველყოფს, რომ იქ ჰეზბოლამ ინფრასტრუქტურა ვერ აღადგინოს, შესაბამისად, ისრაელი ძალებს 60 დღის განმავლობაში გაიყვანს.