logo
ENG



სასამართლომ აფგან სადიგოვის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

28 ნოე 202417:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/28/vinqrb4k9ga8g4h.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვდა მის ექსტრადიციას აზერბაიჯანში, რასაც აფგან სადიგოვი და მისი დამცველები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ.

დაცვის მხარის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში, სადიგოვი ვერ ასცდება პოლიტიკურ დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რაც მისი ჟურნალისტური საქმიანობით და ხელისუფლების კრიტიკით არის გამოწვეული.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty International და ეუთო, საქართველოს მოუწოდებდნენ, არ დაუშვათ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა, რათა თავიდან აიცილოს ადამიანის უფლებების დარღვევა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სწორად შეაფასებდა საქმის გარემოებებს და არ დაუშვებდა სადიგოვის ექსტრადიციას. 

**

3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ - 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს. 

ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო. 

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად შიმშილი გამოაცხადა. 


close დახურვა