logo
ENG



ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები გამოკითხვაზე დაბარებულნი არიან

03 სექ 202611:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/03/pejcjwmecfbg2yn.png

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებითა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა თუ მეუღლის გამოკითხვის საფუძველზე, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია და ერმილე ნემსაძე.

უწყების ცნობით, საზოგადოებას დამატებით ეცნობება, თუ გამოკითხვების შედეგად რაიმე ახალი გარემოება გახდება ცნობილი.


close დახურვა