logo
ENG



პუტინი ოცნებაზე: გაოცებული ვიყავი სიმამაცით, რომელიც საკუთარი პოზიციის დაცვისას გამოავლინეს

28 ნოე 202418:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/28/5y2l2xmr3ubnswc.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებით კმაყოფილია და ამბობს, რომ "გაოცებული იყო" იმ "სიმამაცით", რომლითაც საქართველოს მთავრობა რუსული კანონის დაცვას ცდილობდა.

"როდესაც საქართველოს მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს გაკვირვებული ვუყურებდი და ვადევნებდი თვალს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელმძღვანელობასთან, არავითარი ურთიერთობები არ გვაქვს. მაგრამ მე უბრალოდ გავოცდი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელიც მათ გამოავლინეს იმისათვის, რათა საკუთარი პოზიცია დაეცვათ. ახლა ამ პოზიციას არც შევაფასებ", - თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინი კვლავ იმეორებს, რომ თითქოსდა რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა. 


close დახურვა