თავისუფლების მოედანზე ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები დააყენეს. ამ მომენტისთვის რუსთაველის გამზირიდან მოქალაქეების ნაკადი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება.
მათ წინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუძღვოდა.
ე.წ. რობოკოპებთან მისვლის შემდეგ სალოლმე ზურაბიშვილმა მათ მიმართა.
"არ პასუხობთ თქვენს პრეზიდენტს?!" - მიმართა მან.
რამდენიმე საათით ადრე სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს, როგორც მან უწოდა ნამდვილ პოლიციელებს მიმართა, ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ.