logo
ENG



სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის თანამშრომელი პატიმრობაში გაუშვა

23 სექ 202620:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/23/zle4phebp6p27nu.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ფეიქრიშვილსა და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელსაც პროკურატურა ითხოვდა, სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას, საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ძმები ფეიქრიშვილების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში გუშინ გამთენიისას ჩატარდ.

 


close დახურვა