logo
ENG



ALDE: ლიბერალები საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით დგანან

29 ნოე 202417:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/8jd291d5c3yibxl.png

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშანვს, რომ ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

"საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების რეჟიმს, რომელმაც პუტინის ავტორიტარიზმი დემოკრატიას ამჯობინა. ევროკავშირი არ შეიძლება გაჩუმდეს. ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან", - განაცხადა ALDE-ს პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა.

ALDE წერს, რომ ევროპელი ლიბერალები სოლიდარობას უცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და გმობენ ძალადობრივ აქტებს.

 


close დახურვა