logo
ENG



PACE: თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე სასტიკ ზეწოლას მკაცრად ვგმობთ

30 ნოე 202404:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/30/grxrk34yxozrkr0.jpg

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე - მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო, მისი საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ.

"ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც არსობრივია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის" - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასამბლეა გმობს სასტიკ ზეწოლას თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე, როგორც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფას. 

"ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში არსებული სიტუაციით, სადაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება, რაც ეწინააღმდეგება მათ საარჩევნო დაპირებას.

ასამბლეა გმობს ამ გადაწყვეტილების გამო დაწყებული მშვიდობიანი პროტესტის სასტიკ დარბევას, მიიჩნევს მას გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური უფლებების დარღვევად.

ასამბლეა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მომიტინგეთა უმრავლესობა დააკავეს საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით და იხსენებს, რომ არაერთხელ ითხოვა მისი შეცვლა ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობით.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, ერთგული დარჩეს ევროპული ღირებულებების და სრულიად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ", – ნათქვამია განცხადებაში.

 

 


close დახურვა