logo
ENG



პაპუაშვილი აშშ-ზე: დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის, ასეთ განცხადებას აკეთებს

01 დეკ 202418:52
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი აშშ-ზე: დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის, ასეთ განცხადებას აკეთებს

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ძალაუფლების გადაბარების პროცესშია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. პაპუაშვილმა კვლავ გაიმეორა ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი, რომ აღნიშნულმა პარტნიორობამ "ვერ შეიძინა ის შინაარსი", რომელიც უნდოდათ.

"სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაფიქრში იყო, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და ა.შ. რაც ნამდვილად იქნებოდა პრაქტიკაში განხორციელებული. ამას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავდით. მათ შორის, თუ არ ვცდები, სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებული საბჭო, ბოლო ექვსი წელია, არც კი შეკრებილა, ჩვენ სურვილი გვქონდა, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო ამ მხრივ თანამშრომლობა. დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის და უნდა გადააბაროს ხელისუფლება ახალ ადმინისტრაციას, ასეთ განცხადებას აკეთებს და მომავალ ადმინისტრაციას უქმნის გარკვეულ პოზიციას, რომელიც შეიძლება, არ იყოს სახარბიელო", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ეს იმის ფონზე მოხდა, რომ საქართველოს მასშტაბით უკვე რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობა აპროტესტებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, შესაბამისად, შეაჩეროს ევროინტეგრაცია.


close დახურვა