პირველი არხი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ეთერი დაუთმოს პრეზიდენტს და შესაბამისად, ინტერვიუსთვის ელოდებიან.
"ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი", - ვკითხულობთ არხის განცხადებაში.
პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობას დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გამართულ აქციაზე მოითხოვდნენ.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმება სამშაბათს ან ოთხშაბათს ორბელიანების სასახლიდან პირდაპირ ეთერში.
უკვე მეორე დღეა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროესტა აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ. მომიტინგეები თვლიან, რომ ის, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აკეთებს, მონობაა. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის აქციები, პირველი არხის პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქდეს.