logo
ENG



მედვედევი: ვადაგასულმა პრეზიდენტმა, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სკამს არ დატოვებს

02 დეკ 202413:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/02/m19z33t8k4ylzky.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თვლის, რომ საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციის მცდელობაა.

"ქუჩაში ხალხის ნაწილი ყვირის, ანგრევს და ცეცხლს უკიდებს, მეორე ნაწილი კი დუმს. საქართველოს ვადაგასულმა პრეზიდენტმა" ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგმა სტუდენტმა, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სკამს არ დატოვებს, რადგან არჩევნებს არ აღიარებს", - წერს მედვედევი.

ამასთან, მედვედევის განცხადებით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში. მისივე თქმით, ქვეყანა უკრაინის მსგავს გზაზე მიდის, რაც "ჩვეულებრივ, ძალიან ცუდად მთავრდება".

"ზოგადად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში - აიძულებენ არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ გარყნილ ევროკავშირსა და NATO-ს შორის და მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის. მოკლედ რომ ვთქვათ, მეზობლები სწრაფად მიდიან უკრაინის გზაზე, ბნელი უფსკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება", - განაცხადა მედვედევმა.

 

 

 


close დახურვა