logo
ENG



მედვედევი EU-ს აფრთხილებს: იყავით ფხიზლად, მშვიდი ძილი დასრულდა

29 მაი 202618:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/29/ajjalcl06u47cgb.png

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას აფრთხილებს, მას შემდეგ, რაც რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის შესახებ მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მედვედევის თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან ცალმხრივად წამოიწყო ომი და მშვიდი ძილი დასრულებულია.

"ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ხელისუფლება ცალმხრივად შევიდა ომში რუსეთთან. ამიტომ, იყავით ფხიზლად და არაფერი გაგიკვირდეთ. მშვიდი ძილი დასრულდა. მაგრამ იცით, ვის უნდა მოჰკითხოთ მიზეზი", - წერს მედვედევი.

ცნობისთვის, მანამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28-29 მაისის ღამის საათებში რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ გალაციში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

 

 


close დახურვა