logo
ENG



ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ივანიშვილს, გომელაურს, სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა

02 დეკ 202417:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/02/8cj57pykpi9j12w.jpg

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა. 

მაღალჩინოსნების სიას, რომლებსაც სავიზო სანქციები დაუწესდათ, X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აქვეყნებენ. 

ლიეტუვაში, ლიტვასა და ესტონეთში შესვლა ეკრძალებათ: 

  • ბიძინა ივანიშვილს
  • ვახტანგ გომელაურს
  • შალვა ბედოიძეს
  • იოსებ ჭელიძეს
  • ალექსანდრე დარახველიძეს
  • გიორგი ბუთხუზს
  • ზვიად ხარაზიშვილს
  • მილერი ლაგაზაურს
  • მირზა კეზევაძეს
  • ვაჟა სირაძეს
  • თეიმურაზ კუპატაძეს 

1-ელ დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ დაუწესონ ერთობლივი სანქციები მათ, "ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში".


close დახურვა