პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ინფორმაციას ადვოკატი ალეკო ცქიტიშვილი Facebook-ზე ავრცელებს.
"ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიყავთ საპატიმროში", - წერს ის Facebook-ზე.
ზვიად რატიანი 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.