შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციაზე პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი -1987 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს.
უწყება ირწმუნება, რომ პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მისამართით ისროლა, რითაც წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.
შსს-ში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ეს მუხლი 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი.