logo
ENG



ჟორჟოლიანი: 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სპეცრაზმმა თვალში გაზის კაფსულა მოარტყა, კომაშია

03 დეკ 202412:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/bywzzrce0lzsxu1.jpg

მთავარი არხის ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სპეცრაზმელებმა გუშინ თვალში გაზის კაფსულა მოარტყეს, რეანიმაციულ კლინიკაში გადაიყვანეს.

მისი თქმით, ის კომაშია. 

"22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!!

კომაშია!!

გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა.

მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ.

ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!!

ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!", - წერს ის Facebook-ზე. 


close დახურვა