logo
ENG



საგარეო: ლიეტუვის, ესტონეთის ელჩები და ლატვიის საელჩოს დროებითი რწმუნებული დავიბარეთ

03 დეკ 202418:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/9aemgjxtpvshv40.jpg

საგარეოს საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, ასევე, ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ "შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო".

"აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს სახელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - წერია საგარეოს განცხადებაში.

***

2 დეკემბერს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა. 

მაღალჩინოსნების სიას, რომლებსაც სავიზო სანქციები დაუწესდათ, X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აქვეყნებენ. 

1-ელ დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ დაუწესონ ერთობლივი სანქციები მათ, "ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში".


close დახურვა