logo
ENG



„ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყება

04 ნოე 202620:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/04/cc1p4cxl4cja7oy.png

„ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების 2026 წლის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტი მეტწილად „ტენდენციური შეფასებებისა და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად“ არის გამოყენებული.

მიუხედავად ამისა, საგარეო უწყების მტკიცებით, „ოცნების“ ხელისუფლება დეტალურად შეისწავლის ანგარიშს, წარადგენს დასაბუთებულ კომენტარებს და კვლავ ადასტურებს მზაობას ევროკავშირთან დიალოგისთვის.

საგარეო უწყების ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოცნების“ მმართველობამ დიალოგს შინაარსი გამოაცალა. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ხელისუფლებას განსაზღვრული რეკომენდაციებიდან თითქმის არაფერი შეუსრულებია და დემოკრატიული უკუსვლის გამო ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.


close დახურვა