logo
ENG



ლუის გრაჩა: საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ

03 დეკ 202421:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/h2gqidpol19bycd.png

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

"ბოლოდროინდელი დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ოდირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ვიზიარებ. ასევე, ყველა დემონსტრანტს კანონის უზენაესობის პატივისცემით მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია.

ჩემი მოწოდებაა, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყოს. ამასთან, პოლიცია ვალდებულია დემონსტრანტების წინაშე თავშეკავება გამოიჩინოს, მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტებს მოუსმინოს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცეს", - განაცხადა ლუის გრაჩამ.

ამასთან, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ყველა მხარეს კონსტრუქციულ დიალოგისკენ მოუწოდებს.

"როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია აღნიშნული, არჩევნები ღრმად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა, რასაც დღესაც ვხედავთ. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ჩაერთონ", - აღნიშნავს გრაჩა.

 

 


close დახურვა