რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეებს წყლის ჭავლით შლის - ისმის გაფრთხილების ხმა და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაიშალონ.
ამ წუთებში მომიტინგეები რუსთაველის მეტროს მიმართულებით იხევენ უკან - სპეცრაზმელები რესპუბლიკის მოედანზეც ჩააყენეს.
როგორც ცნობილია, სპეცრაზმის წევრებმა რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს.
ამასთან, ისინი აქციის მონაწილეების მიერ აგებულ ხელოვნურ ბარიკადებს შლიან.
მანამდე ქაშუათის მიმდებარედ განლაგებულმა სპეცრაზმის დანაყოფმა რუსთაველის თეატრთან მყოფი მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალეს.