logo
ENG



ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავეს და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანეს

04 დეკ 202416:42
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა.

დღეს შსს ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ჩხრეკით შევიდა.

ნიკა გვარამია პოლიციისგან პარტია დროას ოფისში შეშვებას და ჩხრეკის დროს დასწრებას მოითხოვდა, როგორც იურისტი, რაზეც უარი უთხრეს. გვარამია პოლიციელებისგან იურიდიულ დასაბუთებას მოითხოვდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურად გადაიზარდა.

შსს-ს წარმომადგენლებმა გვარამია ძირს დააგდეს და ხელში აყვანილი ქუჩაში გაატარეს. როდესაც მანქანაში სვამდნენ გარშემო მყოფები ყვიროდნენ, რომ მას სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, რადგან უგონო მდგომარეობაში იყო.

მალევე პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაიაც დააკავეს. 


close დახურვა