logo
ENG



ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიცია მივიდა

04 დეკ 202415:59
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ოფისში პოლიციაა მისული. შენობის გარეთ პარტიის ლიდერები არიან შეკრებილნი, რომლებიც ოფისში შესვლას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვენ. 

შიგნით არავის უშვებენ. შსს-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა პარტიის ლიდერებს, მათ შორის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, ჩხრეკის ორდერის წარდგენაზე უარს ეუბნება. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიცია ჩხრეკისთვის მივიდა ფეისბუქჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორთან, ილია ღლონტთან. ამასთან, პოლიცია მივიდა პარტია ახალის ოფისში, თუმცა შენობა მალევე დატოვეს და ამ დროისთვის, ტერიტორიაზე რჩებიან. 


close დახურვა