logo
ENG



ზელენსკის თქმით, კიევი ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციებს ამზადებს

04 დეკ 202422:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/014clqf4goh4duv.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

ის ამბობს, რომ კიევი ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციებთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას ემზადებს.

"უბრალოდ სამარცხვინოა, რას აკეთებენ ახლა ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში და ვისთვის შლიან საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა. [...]

ჩვენ ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაგირებას და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე", - თქვა მან.


close დახურვა