logo
ENG



ალეკო ელისაშვილი დააკავეს

04 დეკ 202422:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/jv9cd9ppvrmrb3n.jpg

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა