logo
ENG



უილსონი: საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა

07 დეკ 202414:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/p67f2qefgn57our.gif

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. მისივე თქმით, თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რადგან ქართველები ამას იმსახურებენ.

"ძალზე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ამის სრული აღქმა უნდა არსებობდეს, ევროკავშირი და სხვებიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა. ეს ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოს ისეთი ბრწყინვალე მომავალი ელოდა! ამასთან, ქართველები თავადაც იყვნენ კრიმინალი პუტინის ომის აგრესიის მსხვერპლნი... თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. საქართველოში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ვამაყობ საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით. მათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი", - განაცხადა უილსონმა.


close დახურვა