Reuters სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის პრემიერმინისტმა, ბაშარ ალ-ასადმა ქვეყნის დედაქალაქი, დამასკო დატოვა, თუმცა მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო - აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.
ამასთან, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავში, რომელიც დამასკოს აეროპორტიდან აფრინდა, სავარაუდოდ, ასადი იმყოფებოდა.
გავრელებული ინფორმაციით, სირიის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან და მიიღოს ნებისმიერი ზომა ძალაუფლების გადაცემისთვის. მან მხარეებს მოუწოდა, სირიის სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი შეინარჩუნონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სირია ტერორისტული დაჯგუფების ხელში ჩავარდეს.
როგორც ცნობილია, ალ-ასადის რეჟიმის დამხობის აღსანიშნავად დამასკოს ცენტრში შეკრება დაიწყო.