ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით.
"დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით"- ნათქვამია განცხადებაში.