logo
ENG



ოცნება კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომლითაც საჯარო სექტორში რეორგანიზაცია გამარტივდება

09 დეკ 202421:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/09/3rrrcuc918phgz6.png

ქართული ოცნება კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომლითაც საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ამ თემაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. ის ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება " უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას".

"საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება, ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას"- თქვა მდინარაძემ.


close დახურვა