logo
ENG



შსს-მ აქციაზე 112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით მოქალაქე დააკავა

12 დეკ 202411:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/12/d74fzef2c1bib0m.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა. მას 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს განმარტებით, დაკავებულმა სამეთვალყურეო კამერა დააზიანა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა. პოლიციამ გ.ხ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


close დახურვა