logo
ENG



თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დაინიშნოს ახალი არჩევნები

12 დეკ 202420:06
3 წუთის საკითხავი
 

მნიშვნელოვანი იყო ღამის აქციების პარალელურად, პროტესტის დღის საათებში გადმოტანაც, თბილისის ქუჩები რამდენიმე პროფესიული ჯგუფის მსვლელობამ მოიცვა. სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, მოითხოვეს რეჟიმის ტყვეების, მათ შორის ბათუმში დაკავებული კონსერვატორიის სტუდენტის გათავისუფლება. მასშტაბური აქცია გამართეს IT სფეროს წარმომადგენლებმა, პროფესიული ჯგუფი ხვალაც აპირებს გაფიცვას და გამოსვლას. დღეს კი გადაკეტეს რუსთაველი, ჭავჭავაძე, დაიკავეს სანაპირო. დღესაც აქტიურობდნენ ექიმები. ყველა ერთმანეთს კი საღამოს რუსთაველზე ხვდება


close დახურვა