ე.წ.-ი მინისტრები, პარლამენტის წევრები, თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები - ქართული ოცნების ჯამში ოცამდე წარმომადგენელი დაასანქცირა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მიზეზი - დემოკრატიისთის ძირის გამოთხრაა. ლაპარაკია სავიზო შეზღუდვებზე, რომელიც რუსული კანონის მიღების შემდეგ ამ დრომდე ას ოცზე მეტ პირს შეეხო. იქნება უფრო მკაცრი ზომებიც და მაღალი ალბათობით ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. "რუსეთის იმპერიის აჩრდილები კვლავ საქართველოშია, ტაქტიკა რუსულია - ეს სისასტიკეა, მოიცავს წამებასაც - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, რომელიც სანქციების დაჩქარებას მოითხოვს. ბრიუსელში კი ოლიგარქის რეჟიმის პოლიტიკის საპასუხო ზომებზე ორშაბათს იმსჯელებენ, მეორე დღეს კი ევროპარლამენტში დებატებია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოცნების ჯამში ოცამდე წარმომადგენელი დაასანქცირა
13 დეკ 202420:41
3 წუთის საკითხავი