ევროპის კინოაკადემია განცხადებას ავრცელებს და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეატრის მსახიობის დაპატიმრება წარმოადგენს მთვრობის ფართო ძალისხმევის ნაწილს, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობად და საზოგადოების დასაშინებლად, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასა და არტისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ევროპის კინო-აკადემიას აღელვებს ანდრო ჭიჭინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს.
ევროპის კინოაკადემია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს.
"საჯარო პროტესტში მონაწილეობის შემდგომ 5 ნოემბერს ხუთი პირი, მათ შორის 28 წლის კინოსა და თეატრის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, წარმართვის, მათში მონაწილეობისა და საჯაროდ მოწოდების ბრალდებით დააკავეს.
როგორც ჩანს, დაკავება მთავრობის მხრიდან მშვიდობიანი აქციების ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რაც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ევროპის კინოაკადემია ანდრო ჭიჭინაძეს ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობაზე წუხს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს. მსოფლიოს გარშემო ყველა კინოსა და კულტურის ინსტიტუტს მოვუწოდებთ, იგივე გააკეთოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და იუმორისტ ონისე ცხადაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ჭიჭინაძის ინტერესების დამცველის, მარიამ ჯიქიას ცნობით, ბრალში წარმოდგენილი ინფორმაცია მსახიობთან კავშირში საერთოდ არ არის, რაც მის ნებისმიერი ტიპის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას გამორიცხავს.